სლოვაკეთი და ირლანდია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ

ბრატისლავაში 26 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას სლოვაკეთი და ირლანდია მაყურებლის გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან ჩაატარებენ. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

შეგეხსენებთ, რომ ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ ბელარუსს უმასპინძლებს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს „დინამო არენაზე“ მისვლის საშუალება.

მსგავსი თემები