სკოლის სახურავიდან გადავარდნილ 11 წლის მოზარდს, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის სახურავიდან, დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 11 წლის მოზარდს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად იაშვილის სახელობის კრიტიკული მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.

​როგორც ექიმები აცხადებენ, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აქვს ზედა კიდურებისა და ყბა-სახის არეში. მას გუშინვე ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ოპერაციები, პაციენტის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ, საღამოს 6 -დან 7 საათამდე პერიოდში მოხდა, როდესაც დასრულდა მეორე ცვლის გაკვეთილები. ბავშვი სკოლის ეზოში არსებული დამხმარე, ერთსართულიანი შენობის სახურავზე თამაშობდა, საიდანაც ეზოში გადავარდა.

​როგორც სკოლის პერსონალი აცხადებს, შენობის სახურავის მოაჯირი საკმაოდ მაღალია და იქიდან ბავშვის შემთხვევით გადავარდნის ალბათობა საკმაოდ მცირეა.

 

მსგავსი თემები