სკოლების გამაგრებისა და უსაფრთხოებისთვის ხელისუფლება გრანტს მიიღებს

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების“ საკითხზე იმსჯელებს, რომელიც თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაზრდას ითვალისწინებს.

აღნიშნული ორი მიმართულებისთვის საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან  სესხის სახით 14  მილიონ ევროს მიიღებს.

საქართველოსა და ევროპის განვითარების ბანკს შორის თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგო ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2016 წელს ხელი მოეწერა.  პროექტის  მიზანია,თბილისის მასშტაბით საჯაროს კოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოებისა დასასაწავლო გარემოს  გაძლიერება და გაუმჯობესება.

პროექტის ღირებულება 22 მილიონი ევროა, საიდანაცევროპის საბჭოს განვითარების ბანკისესხის სახით 14 მილიონ ევროს გამოყოფს.    პროექტი ასევე  აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდანაც დაფინანსდება. ამ შემთხვევაში კი გრანტი  გრანტი 6 მილიონი ევრო იქნება.

როგორც „მთავარს“ საქართველოს პარლამენტში განიცხადეს, 14 მილიონი ევროს სესხის 20 წლიანი ვადით გაიცემა. გრანტის მიმღები ორგანო კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

მსგავსი თემები