“სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც…” – ეკა გულუა

„მედიაცენტრ მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ჟურნალისტის განცხადებით, პედაგოგის სახე მისი მოსწავლეა.

“სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც…

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობა არ შეუძლია!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც ბავშვის ენა არ ესმის!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელის ბავშვის მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ არის!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომლის ბავშვთან საკომუნიკაციო ენა ბულინგია!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელიც ბილწსიტყვაობით გამორჩევა!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც მხოლოდ საგანი ესმის!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ!

სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი რომლის ჩვეულებრივი, მარტივი საკომუნიკაციო სიტყვებია: „რა შენი საქმეა“, „დაეტიე,“ „თუ არ მოგწონს, წაბრძანდი სხვა სკოლაში“…..

სკოლა არ უნდა იყოს ციხე!

სკოლაში, საგნების გარდა, ურთიერთობას, თანამშრობლობას, პატივიცსემას უნდა სწავლობდნენ!

სკოლაში თამაშსაც უნდა სწავლობდნენ, საგნების გარდა!

და ბოლოს, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს არაადამიანი! მასწავლებლის საზომი არის მოსწავლეები. თუ მოსწავლეები მასწავლებელს პატივს არ სცემენ და მისი მხოლოდ ეშინიათ, ის არშემდგარი „მასწავლებელია!“.

P.S. ბუნებრივია, ეს პოსტი არ ეხება კონკრეტულ სკოლას და მომხდარ ტრაგედიას, საუბარია ზოგად პრობლემაზე, რომელიც სკოლებში (საჯარო თუ კერძო) სერიოზული პრობლემაა” – წერს “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორი ეკა გულუა.


მსგავსი თემები