„სკოლას ჰქონდა პრეტენზია, მათი მოთხოვნა იყო, დაწყებულიყო გამოძიება“ – არჩილ შაბაშვილი

მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სკოლის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო.

„თუ მხარეს პრეტენზია არ ექნებოდა, შესაძლებელი იყო, მხარეები შეთანხმებულიყვნენ და ამით დაესრულებინათ დავა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სკოლას ჰქონდა პრეტენზია და სწორედ სკოლის მოთხოვნა იყო, დაწყებულიყო გამოძიება, ვინაიდან მხარეები ვერ რიგდებოდნენ“ – განუცხადა ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, მართალია, სკოლამ პოლიციას  ვიდეომასალები გადასცა, თუმცა, ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ.

„სკოლის მოთხოვნა იყო დაედგინათ დამნაშავე პირი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო მისი ვინაობა. ითხოვოდნენ, მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება ფაქტზე. მით უმეტეს, როცა მუქარასა და იძულებაზეა საუბარი, ვინაიდან საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს, მას იცავდა კანონი, მოზარდი დამნაშავე რომც ყოფილიყო, თუ ის აღიარებდა, მისი ინტერესები უფრო მეტად იქნებოდა დაცული. გამოძიებას ვინმეზე ზეწოლა არაფერში სჭირდებოდა“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

შეგახსენებთ, რომ  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

 „სკოლის 3 სართული, შიდა და გარე პერიმეტრი მთლიანად დაზიანებული იყო“ – საიდან შეაღწია მოზარდმა სკოლაში

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხაებს, რომ „მწვანე სკოლის“ შიდა პერიმეტრის 3 სართული დაზიანებული იყო. მოზარდის სკოლის ეზოში შეღწევა კი სავარაუდოდ, დენის ჯიხურის მხრიდან მოხდა.

ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“  ასევე განუარტა გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, სკოლაში, კრიმინალური პოლიცია მივიდა და არა საპატრულო ეკიპაჟი.

„მინდა გითხრათ, რომ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და არა კრიმინალური პოლიცია და მათ, სკოლამ, გამზადებული მასალები დაახვედრა პირის იდენთიფიცირებითა და ე.წ. სქრინშოტებით. ყველაფერი თითქმის გამზადებული დაახვედრეს. გამოძახებაზე პირველი მიდის საპატრულო პოლიცია, როდესაც პოლიცია დაასკვნის, რომ სახეზეა სს დანაშაული, ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია გადასცემს იმ განყოფილებას, რომელის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდა ფაქტი. 112-ში შესული ზარი ეხებოდა განზრახ ქონების დაზიანებას“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

ადვოკატის ინფორმაცით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ სკოლოს შიდა პერიმერტის მხოლოდ 1 სართული იყო დაზიანებული.

„სკოლიდან გადმოცემულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანდა, რომ სკოლის პირველი, მერე და მესამე სართული და შენობის გარეთა ფასადი იყო დაზიანებული. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საიდან მოხვდა არასრულწლოვანი სკოლის შიდა პერიმერტზე, კონკრეტულად რომელი კარებიდან შევიდა არ ვიცი, თუმცა, ეზოში შესვლა, სავარაუდოდ, მოხდა დენის ჯიხურის მხრიდან.  შიგნით შენობაში როგორ შეაღწია ვერ გეტყვით. ეს დეტალი სქმის მასალებში ვერ ვნნახე“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

რაც შეეხება ე.წ. სქრინშოტებს, რომელიც სკოლამ სამართალდამცველებს გადასცა, ის ეხებოდა გარდაცვლლი მოზარდისა და „მწვანე სკოლის“ სკოლის ერთ-ერთი მოსწქვლის მიმოწერას. კერძოდ,   გარდაცვლილი ერთ-ერთ მოსწავლეს ეკთხება, სკოლაში გამოჩნდ თუ არა პოლიცია. მოსწავლე ეკითხება, თუ საიდან იცის აღნიშნული ფაქტის შესახებ. აწ გარდაცვლილი კი პასუხობს, რომ ეს წარწერები მან გააკეთა და ამის შესახებ არავის უთხრას.

შეგახსენებთ, რომ  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-3-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92/

მსგავსი თემები