სკანდალი – მეორე კლასელების წამება სპორტის გაკვეთილზე

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა, ბავშვების გასაჩუმებლად უცნაური მეთოდი მოიგონა. მთელ კლასს, სპორტის გაკვეთილის ნაცვლად, “სიჩუმობანას” გაკვეთილს უტარებს, რა დროსაც მთელი კლასი დადუმებულია.

„სიჩუმობანას გაკვეთილზე“ მთელი კლასი გაჩუმებულია, მასწავლებელი კი ისვენებს. ეს უცნაურობა თბილისის N157- ე საჯარო სკოლაში ხდება. მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უამბო.

როგორც სკოლის მოსწავლის მშობელი “მთავარს” უყვება, თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მეორე კლასის მოსწავლეები 40 წუთის განმავლობაში ჩუმად უნდა იყვნენ, წინააღდეგ შემთხვევაში მოსწავლე ისჯება ფეხზე დგომით.

მშობლის თქმით, ბავშვს იმ დღეს, როდესაც სპორტის გაკვეთილი უტარდება სკოლაში წასვლა არ სურს.

“ასეთი რამე თუ გსმენიათ. სპორტის გაკვეთილის გულისთვის ბავშვი სკოლაში არ მიდიოდეს და ამის გულისთვის ოჯახში გქონდეს უსიამოვნება. ხალხნო გაგიგონიათ სკოლაში სპორტის გაკვეთილი იყოს სიჩუმის გაკვეთილი? ბავშვი იჯდეს გაუნძრევლად? სადმე გსმენიათ? რა ხდება? წლები სკოლაში ვმუშაობდი და სპორტი ყველას უხაროდა. თამაშობენ, დარბიან, იხარჯებიან, ერთობიან ბავშვები. სიჩუმეში აძლევენ სპორტის მასწავლებელს ხელფასს?” – გვითხრა 157-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “მედიაცენტრი მთავარი” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშიდა და ინფორმაცია მიაწოდა.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები