“სიტუაცია ისევ დაძაბული გვრჩება, შეიძლება გვქონდეს მიკრო აფეთქება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანში მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა ჩატარდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მუშევანში მთლიანად გამოკვლეულია 1 135 ნიმუში, საიდანაც 75 არის დადებით.

„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი. ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნიასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში ჩვენ 1 135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, 75-ია დადებით, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალოდ ცენტრებში. ამავე დროს დაახლოებით 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში.

სოფელ მუშევანში გამოვიკვლიეთ 750 ადამიანი რაც არის სოფლის მთლიანი მოსახლეობა. ეს 1 135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებით ჩავატარეთ ტესტები. ჩვენ პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, ცხრა ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში. რვა იყო ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ერთი გახლდათ ადგილობრივი, ერთ დღეში გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი. როგორც გითხარით, მთლიანად მუშევანიდან გადაყვანილია სამკურნალოდ. კლინიკური მდგომარეობა ყველასი არის დამაკმაყოფილებელი, ზოგიერთები უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში. სიტუაცია ისევ დაძაბული გვრჩება, შეიძლება გვქონდეს მიკრო აფეთქება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები