„სისხლის აღების ტრადიციების გამო უფრო მეტი ახალგაზრდა იღუპება, ვიდრე სეპარატისტებთან ბრძოლებში“ – მამუკა არეშიძე

„სისხლის აღების წესი რასაკვირველია, არსებობს კავკასიელ მთიელებში. ეს ტრადიცია შენარჩუნებულია და ამ ტრადიციას აქვს თავისი ყოველდღიური ფაქტები“ – აღნიშნული განცხადება მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი აღნიშნავს, დღეს სისხლის აღების ტრადიციების გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ბრძოლებში და ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს.

„ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედია იყო, როცა კოდორის ხეობის რეალობაში, საქართველოს იურისდიქციაში, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიღუპა სისხლის აღების ტრადიციიდან გამომდინარე, ვიდრე სეპარატისტებთან ბრძოლაში. თქვენ იცით, რომ იქ ინტენსიურად იბრძოდნენ სეპარატისტების წინააღდეგ ადგილობრივი სვანები. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეს ტრადიცია პანკისის ხეობაშიც არსებობს. მათი ადათი და ტრადიციები ამას ითვალისწინებს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან შესაძლო ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან დაკავშირებით საუბრისას.

მსგავსი თემები