სიმსივნით დაავადებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში, 100 000 მოსახლეზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება.

როგორც მონაცემებშია აღნიშნული, დედაქალაქში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებულია 3720 პაციენტი, რაც 100 ათას ადამიანზე 319.3-ს შეადგენს. ეს კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (303.6 შემთხვევა 100 ათას კაცზე), მესამეზე კი, აჭარა (262.3)

“სულ საქართველოს მასშტაბით, 2018 წელს, ცხოვრებაში პირველად ავთვისებიანი სიმსივნე 9635 პაციენტს დაუდგინდა, რაც 100 ათას მოსახლეზე 258.5 ადამიანს შეადგენს. მათ შორის აღნიშნული დიაგნოზი 0-დან 14 წლამდე 68 პაციენტს დაუსვეს. მათგან 26 თბილისში ცხოვრობს,”- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

მსგავსი თემები