სიმონ ნოზაძე: ამ მასშტაბის პროექტები ხაშურში, ჯერ არ განხორციელებულა

საქართველოს პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასა.

მისი თქმით, ამ რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტი ხაშურის მოსახლეობისთვის, აქამდე არ განხორციელებულა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ რაოდენობის და მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს ხორციელდება და იგეგმება ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჯერ არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე სამი დიდი პროექტი მზადდება. ასევე, რამდენიმე მცირე მასშტაბის, მაგრამ მოსახლეობისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი თემები