სიმონ ნოზაძემ ბიზნესმენებს ხაშურის განვითარების კონცეფცია წარუდგინა

ხაშური განვითარების გეგმა და საკურორტო ქალაქად ქცევა – ასეთია ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც სიმონ ნოზაძემ ადგილობრივ ბიზნესმენებს წარუდგინა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შეხვედრის თემა არჩევნებთან კავშირში არ ყოფილა და მხოლოდ რეგიონის განვითარებას ეხებოდა.

„სათითაოდ ბევრ ბიზნესმენთან მქონია შეხვედრა, თუმცა, მინდოდა, საერთო შეხვედრა გამემართა მათთან. თემა ხაშურის განვითარების კონცეფციას ეხებოდა. ახლა ისეთი პროექტების რეალიზაცია დავიწყეთ ხაშურში, სურამში და სხვა სოფლებშიც, რომელმაც გამოკვეთა ხაშურის განვითარების ახალი კონცეფცია. მე ეს კონცეფცია გავაცანი ბიზნესმენებს და ვუთხარი დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ცხვრების დონის გასაუბჯობესებლად, ბიზნესის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია, ეს სიკეთეები და შესაძლებლობები ყველამ გამოიყენოს“ – აღნიშნა დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, საუბარი  ბიზნესის საჭიროებებსაც შეეხო. კერძოდ, რა ტიპის ხელშეწყობა სჭირდება ბიზნესს ხელისუფლებისგან.

„მოსახლეობის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა უშუალოდ ბიზნესის საქმეა. ჩემი შეხვდრის არსი სწორედ ეს იყო. ვუთხარი რა არის საჭირო, მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად ხაშურში, რა დახმარება სჭირდება ხელისუფლებისგან ბიზნესს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წევრი, ჰოლდინგის დირექტორი, რომლის შემადგენლობაშია ხაშურში მდებარე „მინის ტარის“ქარხანაც შედის. ამ ქარხნის აღდგენა უპერსპექტივო საქმეა და მე შევთავაზე ამ ქარხნის სანაცვლოდ, გააკეთონ სასტუმრო ბიზნესი და საკურორტო ზონა განავითარონ, სადაც შესაძლებელია 400-500 კაცი დასაქმდეს. სწორედ  ამაში ვხედავ ახალ კონცეფციას“ – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები