“სიბიესი” ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩინეთი” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სიბიესს“ აკრიტიკებს. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის ლიდერი წერს, ტელეკომპანია ჩინეთისა და კორონავირუსის პანდემიის გამართლებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სიბიესი“ და მისი გადაცემა „60 წუთი“ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც დღეს გაცილებით მცირეა, ვიდრე წარსულში, რათა დაიცვან ჩინეთი და საშინელი ვირუსის პანდემია, რომელიც აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს მოედო. ვვარაუდობ, რომ მათ ჩინეთში ბიზნესის კეთება სურთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

მსგავსი თემები