სვანეთში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა​. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

სიტუაციის შეფასების შემდეგ, ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

მსგავსი თემები