სვანეთში ამინდის გაუარესების შემთხვევაში ღვარცოფის რისკი მაღალია

სვანეთში ამინდის გაუარესება  მიმდინარე პროცესებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მოჭარბებული ნალექი შესაძლებელია,  მეწყრული პროცესების ტრიგელი, მამოძრავებელი გახდეს“ – განაცხადა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით,  მდინარეებზე მონიტორინგი არ ხორციელდება.

„მდინარეებზე მონიტორინგი  უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ხდება.  ერთადერთი, სადაც  მონიტორინგის სისტემა დაყენებულია,  ვერეს ხეობაა, სხვაგან –  არსად.  ამინდის გაუარესება გამოიწვევს ნალექის მომატებას, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს გრუნტის გაჯერებას. გრუნტის წყლით გაჯერება კი ღვარცოფულ პროცსების დიდი რისკია.  რისკი ნამდვოდა არსებობს, ნებსმიერი ძლიერი წვიმის დროს ღვარცოფის  რისკი იზრდება“, – განაცხადა გოდოლაძემ „მთავარში“ სვანეთში მიმდინარე მეწყრული პროცესების შეფასებისას.

მსგავსი თემები