სექსუალური ხასიათის sms-გზავნილებისთვის მამაკაცი 12 წლით დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც 14 წლამდე ასაკის, არასრულწლოვან გოგონას სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება.​ბრალდებული 9 ივლისს, თბილისში დააკავეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რ.მ-ს  ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მათივე ინფორმაციით, რ.მ არასრულწლოვანი გოგონას სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, თითქმის ერთი თვის განმავლობაში უგზავნიდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეეფარდა და სასჯელის  ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

მსგავსი თემები