სექსუალური აქტი დაამყარა, იძალადა და დაახრჩო – კობაურის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მოწვევას ითხოვენ

ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას ლორა სმიტის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და შემდგომ მის დახრჩობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარე სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულების მოწვევას მოითხოვს.

​როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა, ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამძიმებლად არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურამ საქმე სრულად მიანდო სასამართლოს, შეიცვალა დანაშაულის მოტივი, თუ ადრე იყო გაბრაზების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ახლა საუბარია ქალთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მოტივზე.

​გვეუბნებიან, რომ კობაურმა გაიტყუა ბავშვი და ქალი ღირშესანიშნაობების სანახავად. ჯერ დახოცა კაცი და ბავშვი, შემდეგ ჩანჩქერთან ქალზე იძალადა და დაახრჩო. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ კობაურის დე-ენ-ემი არ აღმოჩნდებოდა გვამებზე. გამოძიება გვედავება, რომ კობაურმა გვამი მოიკიდა და გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. კობაურზე მეტი წონის ადამიანი მივიყვანეთ ექსპერიმენტისას და მათ იმ პერიმეტრზე ვერ ათრიეს სმიტის წონის გვამი. იმედი გვაქვს რომ ნაფიცი მსაჯულები არსებულ მტკიცებულებებზე მოადხენენ  ორიენტირებას. თუ აქამდე მკვლელობის მოტივი იყო შელაპარაკება იარაღის გამო, ეს მოტივები გაქრა და ახლა საუბარია იმაზე, რომ თურმე კობაურმა ლორა სმიტი გაიტყუა და ქალი 1,5 საათის განმავლობაში ელოდებოდა თავისი ქმრისა და ბავშვის დაბრუნებას, ეს სრული აბსურდია”, – აცხადებენ ადვოკატები.

მსგავსი თემები