სეტყვა და ძლიერი წვიმა თბილისში

სეტყვა თბილისში დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. სეტყვას მოჰყვა ძლიერი წვიმა, რომელმაც რამდენიმე უბანი დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძირითადად დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და ლიფტებიც კი. დაზიანდა სახურავები. ყველაზე მასშტაბური ზიანი კი გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის და დიღმის მოსახლეობამ მიიღო.

მსგავსი თემები