სეტყვამ, გორის სოფლებში მოსავალი მთლიანად გაანადგურა

შიდა ქართლში ძლიერი წვიმა მოვიდა, რასაც სეტყვა მოყვა. თხილის მარცვლის ზომის სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მინდვრები მოგლეჯილი ნაყოფითა და კვირტებითაა გადამწვანებული.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გამყოფ ხაზთან მდებარე ბოლო სოფლიდან – დიციდან აცნობეს, სეტყვამ მოსავალს ფოთოლიც კი არ დაუტოვა და მიღებულ ზარალზე ტირიან

„გორის ბევრი სოფლები დაისეტყვა. დიცში კატასტროფა ხდება. რაც ხეზე იყო, ყველაფერი ძირს ყრია, ხეები გატიტვლებულია, იმხელა სეტყვის კაკლები მოდიოდა, ხეებს არაფერი შეატოვა. განადგურებულია მთელი მოსავალი. ახალი რეგულაციების გამო მოსავლის დაზღვევაც კი ვერ მოვახერხეთ“ – განუცხადეს სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც ერთ-ერთმა სეტყვისგან დაზარალებულმა გვითხრა, განადგურდა ვაშლის კვირტები, ყურძნის მოსავალი, მოცვი და ყველა მოსავალი, რითაც მათ თავი უნდა გაეტანათ.




მსგავსი თემები