სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი ამოქმედდა

სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი – www.vali.ge ამოქმედდა.  ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ. ვალდებულება ყველა იმ მოქალაქეს გაუნულდება, რომელიც სესხის ვადაგადაცილების გამო  „შავ სიაში“ 2018 წლის პირველ იანვრამდე მოხვდა და რომელთა ფინანსური ვალდებულებაც არ აღემატება 2000 ლარს.

ვებგვერდზე მოქალაქეების პირველ ნაკადს უკვე შეუძლია დარეგისტრირება. დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილია ექვსი ბანკის მომხმარებლები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“.

როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება,  ე.წ შავი სიიდან მოქალაქეების ამოღება 15 დეკემბრიდან,  სხვადასხვა პერიოდულობით განხორციელდება და პროცესი წლის ბოლომდე განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუს” მხარდაჭერით, ვალდებულების განულება 600 000-ზე მეტ მსესხებელს შეეხება.

მსგავსი თემები