სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღდეგ დეპუტატებმა სარჩელი შეიტანეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ  მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების – სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს. ისინი ითხოვენ, ამ მოსამართლეების მიმართ კანონის თანახმად დაიწყოს  მიუკერძოებელი და ობიექტური სამართალწარმოება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

საჩივრის მიხედვით, მოსამართლეების განცხადებები არის ცალსახად პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. ისინი სცდება პროფესიულ შეფასებას და გამოთქმული მოსაზრებები აღიქმება, როგორც პროცესებისადმი პოლიტიკური შეფასება და ლანძღვა. 

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემებში აკეთებენ, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს.

დეპუტატები მიუთითებენ, რომ სერგო მეთოფიშვილი და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლისთვის შეუფერებელი, არაეთიკური და არაკორექტული განცხადებების გზით, უგულებელყოფენ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებს და ზიანს აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ნდობას.

მსგავსი თემები