სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია.

იაშვილის კლინიკის ექიმის, მაია ალთუნაშვილის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან 37 შემთხვევა „ბ“ ჯგუფის კატეგორიის ვირუსია.

„ნოემბრის ბოლოდან მომართვიანობა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, საკმაოდ გაზრდილია. დაახლოებით 20%-ით მოიმატა მომართვიანობამ. სულ დადასტურებულია 56 შემთხვევა. უმეტესობა „ბ“ გრიპის ვირუსია. განსაკუთრებით საყურადღებოა წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა. ახასიათებს მაღალი ცხელება, რომელიც ძნელად ექვემდებარება დამწევს, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა. მშობლებს ვურჩევთ იყვნენ პედიატრის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით, თუ ცხელება არ ემორჩილება დამწევ საშუალებას, საკვებისა და სითხის მიღებაზე ამბობს უარს“,- აცხადებს მაია ალთუნაშვილი.

მსგავსი თემები