საქართველოდან თურქეთში 5550 კუს შეყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თურქმა მებაჟეებმა, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში 5550 წყლის კუს შეყვანას ცდილობდა. 

თურქული მედიის ცნობით, კუები ავტომობილის კარებში ჰყავდათ დამალული.

ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

მსგავსი თემები