საჯარო სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო.  საჯარო სკოლების პირველ კლასში წლეულს 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.  საჯაროს სკოლებში ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში. 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა,  ამათგან 23-ი შენობა ექსპლოატაციაში ექსპლუატაციაში უკვე 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და აცხადებს, რომ მთელ ძალისხმევას მიმართავს სასწავლო პირობების შესაქმნელად.

“ დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის დაუფლების, ახალ გამოცდილებათა შეძენისათვის. ეს შრომა, როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. ამიტომ მე, როგორც მინისტრი, ჩვენი უწყების თითოეულ თანამშრომელსა და მთლიანად ხელისუფლებასთან ერთად, მთელ ძალისხმევას მივმართავ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისკენ, ყველა თქვენგანისათვის სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობების შესაქმნელად. წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ”, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

 

მსგავსი თემები