საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო. პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალის თანახმად, განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან – შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

მსგავსი თემები