„საჯარო გზავნილი ხელისუფლებას – დარეგისტრირდეს მარტის პირველ რიცხვებში საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ხელმეორედ არ მოატყუოს მოსახლეობა მარტის პირველ რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს საარჩევნო კოდექსში ცვლილება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ცვლილების ინიციატორი ხელისუფლება უნდა იყვეს, მისივე თქმით „ქართულ ოცნებაზეა“  დამოკიდებული ქვეყანა მივა ესკალაციამდე თუ ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს.

დამოუკიდებელი დეპუტატები, ფოფხაძის,  განცხადებით,  ხელისუფლებასთან  დიალოგს 100/50-ზე ფორმატის შემთხვევაშიც დაიწყებენ.

„შერეული სისტემის გარდა სხვა მოდელი  ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ რაიმე სახის კომპრომისი გამონახოს, მარტის პირველივე რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს ცვლილება საარჩევნო კოდექსში, ესაა საჯარო გზავნილი მათი მისამართით.

მთავარია დიალოგის დაწყება და შეთანხმება, თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, გამოდის, რომ თავად სურს ქვეყანაში ქაოსი.

ჩვენ 100/50-ზე შეთავაზების შემთხვევაშიც თანახმა ვართ დიალოგზე“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები