“სახლში, კარანტინში ყოფნა იოლი არ იყო” – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სახლში კარანტინში ყოფნა იოლი არ იყო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს კანცლერის უწყებიდან მოგმართავთ. სახლში კარანტინის რეჟიმზე ჩემი ყოფნა დღეს დასრულდა. თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ვაცნობიერებ, რომ 14 დღე სახლში, 14 დღე მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტი იოლი არ არის. განსაკუთრებით იოლი არ არის ხანდაზმული ასაკისა და ავადმყოფი პირებისათვის, ვინც იძულებულნი არიან სახლში მარტო იყვნენ, ვინაიდან ვირუსი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის“, – ნათქვამია გერმანიის კანცლერის განცხადებაში.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მან კარანტინში 12 დღე გაატარა.

მსგავსი თემები