„სახელმწიფო გამინულე ყველა გადასახადი არაფრის გადახდა არ მინდა“ – გიორგი გახარია

„ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმას, რომ სოფლის მეურნეობას ყველა უნდა მიეხმაროს, დღეს უკვე 27 000 – მა ფერმერმა გამოიყენა აგროდიზელის წარმოება,“ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა სოფელ ნიქოზში ფერმერებთან  გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ ვის სჭირდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებები:

„ვაიმე მომეხმარე და ვაიმე რა ვქნა და ვაიმე ეს ყველაფერი როდის დამთავრდება, სახელმწიფო გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა  – კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს, იმ ადამიანებს, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება,ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ  ადამიანს რა თქმა უნდა უნდა სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ყველა პირობა, რომ პირველ რიგში თავის თავს მიეხმაროს, თავის ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და მერე სხვებსაც დაეხმაროს,“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები