სახელმწიფო ბიუროკტრატიის შენახვა კვლავ პრობლემად რჩება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არსებულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, საჭიროა, სახელფასო ხარჯზე მაქსიმალური ზღვარი დაწესდეს.

“წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება.საკითხი მხოლოდ სამინისტროების რაოდენობას არ ეხება – ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა სრული. საჭიროა, არსებულ ხარჯებში მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა შევძლოთ. აქედან გამომდინარე, საჭიროა,  დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც ზოგადად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს 3.9%-ის ოდენობით. ეს საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი გამოთავისულებული რესურსი შევქმნათ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და მივმართოთ ის უფრო აუცილებელი პროგრამების დასაფინანსებლად. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ეფექტურობის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მმართველობით ორგანოებში“, – განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
სამთავრობო პროგრამა “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს უკვე გააცნო.

მსგავსი თემები