სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიას “ფეისბუქი” გამოავლენს

ფეისბუქი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გვერდების, შეტყობინებებისა და რეკლამების ეტიკეტირებას დაიწყებს. ამის შესახებ CNN-ი, კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

ეტიკეტები აგრეთვე გამოჩნდება ისეთი საინფორმაციოების გვერდებზე, როგორიც არის რუსული Russia Today და ჩინური Xinhua. მომდევნო კვირიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლები, ასეთი გვერდების მიერ გავრცელებულ პოსტებზე უკვე დაინახავენ აღმნიშვნელ ნიშანს.

ნათანიელ გლიჩერმა, ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის უფროსმა, CNN Business-ს განუცხადა, რომ კომპანია ასეთ მიდგომას იყენებს იმის გამო, რომ მომხმარებლებმა იცოდნენ, თუ საიდან მოდის ინფორმაცია, რომელსაც ისინი კითხულობენ.

”ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო მედია, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიულად უჭერს მხარს. თუ პროტესტის გაშუქებას კითხულობთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ვინ წერს ამს და რა მოტივები აქვს. ამ ყველაფრის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, თუ ვინ დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან.” – აცხადებს ნათანიელი.

მსგავსი თემები