სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმარს ყავა მოადუღებინა, მისი შოკოლადი მიირთვა და სიგარეტიც მოუწია – ვიდეოკადრები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეომტკიცებულება წარადგინა, სადაც ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც პატიმართან შედის, ყავას ადუღებინებს და მის შოკოლადსაც მიირთმევს.

„ჩვენ ვნახავთ ვიდეოს, როგორ ახორციელებს სახალხო დამცველი წარმომადგენელი „მონიტორინგს“ საკანში. ეს არის საკანი, რომელიც აღჭურვილია ვიდეო თვალით, შესაბამისად, პატიმარი, გარდა სველი წერტილისა, არის ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც 2-ჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს და მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და ოთხი საათი რჩება მონიტორინგის რეჟიმში. არ ვამბობ, რომ ეს არის მაისური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. ეს არის სავალალო მაგალითი იმისა თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი“ – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, რომელიც მას პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების არსებობის გამო საყვედურობდა.




მსგავსი თემები