სახალხო დამცველის შეფასებით, დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ ჯიხურებში მომუშავე დაცვის თანამშრომლებს, შეუსაბამო, კრიტიკულ პირობებში უწევთ მოვალეობის შესრულება. 

როგორც, ნინო ლომჯარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა წელს პირველად შეამოწმა მათი უფლებრივი მდგომარეობა.

„თავდაცვის სფეროში წელს პირველად შევამოწმეთ შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების საქმიანობის პირობები, ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა და ნამდვილად მათი ყოფა ვერ უძლებს კრიტიკას. არ არსებობს პირობები იმისათვის, რომ დღის განმავლობაში მათ შეძლონ ღირსებისთვის შესაბამის პირობებში ყოფნა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.



მსგავსი თემები