“საცურაო აუზები გაიხსნება, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეგულაციები” – პაატა იმნაძე

გაიხსნება საცურაო აუზები, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული წესები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთდროულად ვერ გაიხსნება და საჭიროა გარკვეული რიგითობის დაცვა.

„ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. გაიხსნება აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, რადგან სასტუმროში არის დამსვენებლების ფიქსირებული რაოდენობა, რაც შეეხება ღია აუზებს, აქ ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები