საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის ახალი პროტოკოლები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება იქნება საჭირო.

„საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება მოგვიწევს. სტანდარტული პროცედურები შეიცვლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი უსაფრთხოება. გასაგებია, რომ თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით, თითოეული სპორტდარბაზისა და საცურაო აუზის თავისებურებების მიხედვით ამ დაწესებულებებმა თავიანთი პროტოკოლები უნდა შეიმუშაონ, მაგრამ ზოგადი წესები იქნება იგივე – შეძლებისდაგვარად დისტანცირება და ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები