საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელიც კლინიკიდან გაეწერება.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი თემები