საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბენიამენ ფალავანდიშვილმა ინფორმაცია თავად დაადასტურა.
მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.
მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.