საშუალო ეკონომიკური შემოსავლის ქვეყნებში COVID-19-ით სიკვდილობა გაცილებით დაბალია, ვიდრე მაღალ შემოსავლიანში

„ბცჟ“ აცრის კავშირი COVID-19-თან რატომ არი,  რომ ზოგ ქვეყანაში ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდა, ხოლო ზოგან ავადობა და სიკვდილობა მაღალი არ არის? აღნიშნულ კითხვაზე „მედიაცენტრ მთავარს“ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ უპასუხა და  მაგალითად ახლახან გამოქვეყენბული კვლევა დაასახელა.

„სულ ახლახან გამოქვეყნდა Miller A-ს თანაავტორების შრომა. მკვლევარებმა იმ ფაქტის ასახსნელად, რაზეც თქვენ მეკითხებით,  ქვეყნები სამ ჯგუფად დაყვეს – დაბალი ეკონომიკური შემოსავლის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებად. გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა ასეთი სურათი მიიღეს: აღმოჩნდა, რომ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში „ბცჟ“ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება და სწორედ ამ ქვეყნებში, COVID-19 -ით ავადობა შედარებით იშვიათია. მკვლევარებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ამ ქვეყნებიდან მოწოდებული სტატისტიკა არ არის ზუსტი, ამიტომ, ერთმანეთს შედარდა საშუალო და მაღალი ეკონომიკური შემოსავლის ქვეყნები და აი, სტატისტიკა – იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება „ბცჟ“ (55 ქვეყანა), ავადობა და სიკვდილობა COVID-19 -ით იყო სარწმუნოდ დაბალი იმ 5 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება“ – განუცხადა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები