საშობაო ღონისძიებას „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს

5 იანვარს 13:00 საათზე „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ საშობაო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი საზოგადოებას შობადობის ახალ სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს. უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე კი საზოგადოებას უნივერსიტეტის მიერ დემოგრაფიული კუთხით განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრებს და დამდეგ შობას სწორედ ამ ინიციატივების შედეგად დაბადებულ ბავშვებთან ერთად მიულოცავს.

საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამინისტროს წარმომადგენლები; დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი’ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე; დემოგრაფები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

მსგავსი თემები