საშიში პროდუქტები, რომლის 80-90% დაბინძურებულია

ბაზრის დახლზე მოხვედრილი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის თითქმის 90 %, კერძოდ ხილი და ბოსტნეული მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

​როგორც მედიაცენტრმთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი, რომელიც გაჯერებულია გლეხურ მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციებით, მომხმარებლისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს. საუბარია იმ ნაყოფზე, რომელსაც უშუალოდ ნიადაგთან აქვს შეხება: მარწყვი, მწვანილი, ჭარხალი, სტაფილო, ასევე ვაშლი და ქლიავი, რომლებიც მიწაზე იყრება.

ხათუნა ახალაია მომხმარებელს ურჩევს დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ბაზარში შეძენილი პროდუქტი 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერონ გამდინარე წყალში, მწვანილი 10-15 წუთის განმავლობაში ჩააწყონ სოდიან წყალში, რაც ასე თუ ისე, გარკვეული ფორმით აცილებს მიკრობებს. ასევე, ჭარხალი და სტაფილო გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაითალოს, მოსცილდეს ის ფენა, რომელშიც შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება.

​​ძალიან ხშრად ჩვენი ფერმერები იყენებენ ორგანულ სასუქებს, ძირითადად გამოუწვავ ნაკელს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. როდესაც ვსაუბრობთ სელთიფიცირებაზე, სტანდარტების აწევაზე სოფლის მეურნეობისა და ფერმერული თვალსაზრისით,
არსებობს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა “​გლობალ გეპი“, რომელიც სთავაზობს დღეს ფერმერულ მეურნეობებს მაღალი სტანდარტის დანერგვას მეურნეობებში. ეს სწორედ გულისხმობს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ასეთი ტიპის დაბინძურებები“, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე თქმით, ჩხირები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ ამ პროდუქციაში იწვევენ ​ჭუკ-ნაწლავის ძალიან მწვავე პრობლემებს. ბავშვებში იმუნური სისტემის დაქვეითებას. არის ისეთი ინფექციებიც, რომლებიც საკვების მიღებისთანავე იჩენს თავს არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც.

“სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ არის მთლად უვნებელი და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ძნელია დღეს გლეხებს მოსთხოვო “გლობალ გეპის” დანერგვა, მაგრამ არსებობს ჰიგიენის ნორმები, რომლებიც უნდა დაიცვან. მაგალითად, არ უტარდება ანალიზი სარწყავ წყალს, რომელიც სავარგულებისთვის გამოიყენება. საქონელი ღიად დადის და ჩვეულებრივ ხდება შარდის ჩადინება ამ წყალში. სადაც ღიად არის სარწყავი წყალი და ღიად ხდება პესტიციდების გამოყენება, ყველა სარწყავი სისტემა იქნება დაბინძურებული. ასევე არ არის კულტურა იმისა, რომ პესტიციდების გამოყენების შემდეგ ცარიელი ტარა არსებში არ ჩაყარონ, რომელიც წყლის კიდევ ერთი დაბინძურების წყაროა”, – აცხადებს გაეროს ექსპერტი.

​მისივე განმარტებით, ნიადაგის გასამდიდრებლად უნდა გამოიყენებოდეს სწორად გადამწვარი ნაკელი და არა ღიად მიყრილი, რომლიც გაჯერებულია მიკრობიოლოგიური ჩხირებით რომელი პირდაპირ პროდუქტში გადადის. გარდა ამისა, ნაკელის ღიად დაყრა, ან დაწვა, რის დროსაც გამოიყოფა მეთანი, სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ის მიჩნეულია გლობალური დათბობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად.

მსგავსი თემები