“საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარით მცირდება, ასევე 600 მილიონით შემცირდება ხარჯები” – გიორგი გახარია

ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს იქნება წარდგენილი, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრებით, წელს ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია მინუს 4 პროცენტზე.

„ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4 პროცენტს; საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ; ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის საპროგნოზო  დეფიციტი ამ პარამეტრებით იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიმდინრეობს.

მსგავსი თემები