“საყოველთაო მობილიზაცია “გეი პრაიდის” ჩასაშლელად – უკან დახევა არ იქნება” – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში” ივნისში დაგეგმილი “გეი პრაიდის” წინააღმდეგ აქციას გეგმავს. 

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, თბილისის მერიიდან უკვე მიიღეს სანქცია “ქართული მარშის” აქციასთან დაკავშირებით. 

“ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ცენტრალურ ქუჩებს და მათ ფიზიკურად ვერ მიეცემათ იმის საშუალება რომ, ჩაატარონ ეს აქცია. თუ ისინი მიმართავენ ძალადობას და ჩვენ, გვაქვს გეგმა, რომ სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად აღვკვეთოთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ძალადობა. ჩვენ რიგებში არიან ადამიანები, რომლებმაც მშვენივრად იციან რა არის სტრატეგია და ტაქტიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​იგი მოუწოდებს “გეი პრაიდის” ორგანიზატორებს გააუქმონ თავიანთი ღონისძიება, რადგან “დაგეგმილ პროვოკაციებს” ვერ განახორციელებენ.

“ვიწყებთ სერიოზულ ბრძოლას და ამ ბრძოლაში უკან დახევა არ იქნება. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ არც ხელისუფლება და არც ე.წ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით, არ არიან ქართველი ერის ნების გამომხატველები და ხშირ შემთხვევაში, ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.  

მსგავსი თემები