ჩამოყრილი დენის კაბელები, საღებავის სუნი, მოუწესრიგებელი საპირფარეშო – ვითარება 170-ე ბაგა-ბაღში

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო, საღებავის მკვეთრი სუნი და დენის კაბელები გახდა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის. 

როგორც, ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი მაიკო ბოკერია სოციალურ ქსელში წერს, სარემონტო სამუშაოების გამო, ბავშვები ბაღიდან ორი კვირით ადრე დაითხოვეს თუმცა, შენობის რემონტი დღემდე დაუსრულებელია. 

“არის საღებავის სუნი , მუშები ამ დრომდე ღებავენ, არ არის დენი, დენის სადენები ასე კიდია. ძალიან გამწარებული ვარ, ეს არის სირცხვილი!!! შეუძლებელია აქ ბავშვი დატოვო. გაუგონარი ამბავია. 170 -ე ბაგა -ბაღი უნდა გახსნილიყო და გაიხსნა ! აქ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამის გამო 2 კვირით ადრეც კი დაგვითხოვეს. დილით ბაღების მართვის სააგენტოდან იყვნენ და ჩათვალეს , რომ აი ეს სურათი დამაკმაყოფილებლია და ბავშვები ამ გარემოში შესაძლებელია რომ იყვნენ, ბაღის მასწავლებლელის კითხვაზე აქ საკუთარ შვილს თუ მოიყვანდითო უპასუხეს რომ კი-ო,” – წერს სოციალურ ქსელში აღსაზრდელის მშობელი მაიკო ბოკერია 

მსგავსი თემები