„საქნახშირის“ წარმომადგენლებმა თანემდებობები მეშახტეების მოთხოვნის შედეგად დატოვეს

ტყიბულის შახტში მომუშავე მეშახტეთა მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს კომპანია „საქნახშირის“ სამმა წარმომადგენელმა, კერძოდ, წარმოების დირექტორმა, შახტის დირექტორმა და მთავარმა ინჟინერმა.  ისინი სამსახურიდან შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

„თანამდებობიდან გათავისუფლდა სამი პირი – წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, რომელიც ამავდროულად ჯაყელის მოადგილეც არის;  შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. თავად ჯაყელი კი  მას შემდეგ გადადგება, რაც ის ტექნიკური სამუშაოები დასრულდება, რომელიც შახტის უსაფრთხოების ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მეშახტეები კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებას ელოდებიან. ისინი შახტის ამოქმედებამდე კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. მეშახტეები ამ მოთხოვნით აქციებს ისევ დაიწყებენ.  მათი განცხადებით, ჯაყელისგან  დაპირება მიიღეს, რომ მათ გაცდენილი სამუშაოს თანხა აუნაზრაურდებათ.

მსგავსი თემები