„საქმეში ფიგურირებს ფარული ჩანაწერი, რაც არის სამარცხვინო ქმედება პოლიციელების მხრიდან“ – ადვოკატები სასულიერო პირის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ (ვიდეო)


დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები ბრალის შეცვლას ითხოვენ. ადვოკატების ინფორმაციით სამართალდამცავებმა მამა დავითის მიმართ “სამარცხვინო ქმედება” ჩაიდინეს. ალექსანდრე კობაიძე იმ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რაც საქმეში მტკიცებულების სახით დევს.

„მეორე მტკიცებულება არის სამარცხვინო, როდესაც ჩუმად ესაუბრებიან მამა დავითს, ერთ – ერთმა პოლიციელმა გადაწყვიტა ჩაეწერა მამა დავითი ფარულად, როცა დაიბარეს მამა დავითი ჩვენება ჩაიწერეს ჩუმად, ეს არ არის მნიშვნელოვანი ჩვენება, მამა დავითი არ საუბრობს იარაღზე, კონფლიქტზე, ეს სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს პოლიციელებმა, რაც არის უკანონო ჩანაწერი, აღნიშნულს აუცილებლად გავასაჩივრებთ, ასევე დავაინტერესებთ შესაბამის ორგანოებს, სამწუხაროა, რომ ამ პოლიციელებს მწვანე შუქი აუნთო სასამართლომ.

ფაქტიურად გამოდის, რომ ისე, რომ პოლიციელები, მამა დავითის პროვოცირებას ახდენდნენ“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

უფლებადამცველები იმ მასრებზეც საუბრობენ, რაც საქმის მასალებში დევს, თუმცა მათივე ინფორმაციით მონასტრის ჩხრეკის დროს არაა აღმოჩენილი არანაირი იარაღი.

„მამა დავითს მონასტერი არ დაუტოვებია. არის ამოღებული ორი მასრა, როგორც გამოძიება განმარტავს, თუმცა დადგენილი არ არის ვის ეკუთვნის, ალბათ მოგვიანებით იქნება ექსპერტიზის დასკვნა.

20 აპრილს მამა დავითს არ დაუტოვებია მონასტერი ჩვენი ინფორმაციით. როდესაც საქმის მასალებს გავეცანით ვთვლით, რომ შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია, თითქოს ერთმა მამაომ მეორე დაჭრა, რასაც საზოგადოების ნაწილი იჯერებს.

არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება, რომ მამა დავითს ჰქონდა კონფლიქტი მამა საბასთან, აქედან გამომდინარე მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ ვინ განახორციელა მამა საბას მისამართით სროლა, მამა საბას აქვს აღნიშნული ჩვენებაში, რომ სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს, იგი აცხადებს, რომ მამა დავითთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია, აინტერესებს მამა საბასაც ვინ ესროლა, ასევე საგულისხმოა, რომ, მამა დავითს ორი კილომეტრი მაინც უნდა გაევლო, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მოხვედრილიყო,ეს არის სწორედ „მოწმის ჩადება.“ მოწმე ვარაუდობს, რომ იარაღი ვინც გაისროლა უნდა ყოფილიყო მამა დავითი, ეს არის ერთადერთი მტკიცებულება“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში”

სასულიერო პირის ინტერესების დამცველები ყურადღებას ამახვილებენ ორ ვაზნაზეც.

„დანაშაულის ადგილზე არის ორი ვაზნა ნანახი, სხვა არაფერი,  დეენემის პასუხიც არ გვაქს და გავრცელდა საზოგადოებაში აზრი, რომ მამა დავითმა იარაღი გამოიყენა, ეს არის არასწორი ინფორმაცია და ტყუილი ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატაროთ, თუ როგორ შეძლებდა მოწმე იმ ყველაფრის დანახვას რასაც აღწერს. ერთადერთ არის აღნიშნული ბატონის ჩვენება, ასევე მამა იობზე დაისვა კითხვები არის თუ არა გამოკითხული, მამა იობი იქ არ ყოფილა, საქმის მასალებში არსად არ ჩანს. მე ვლაპარაკობ მტკიცებულებით“ – განაცხადა კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ადვოკატი, ასევე განმარტავს, რომ მონასტერში ჩატარდა ჩხრეკა და კიდევ ბევრ ადგილას, თუმცა შედეგი არანაირი არ ყოფილა, რადგან მისგან დასახელებულ ლოკაციებზე, როგორც თავად განმარტავს იარაღი არ აღმოჩენილა, საქმის მტკიცებულებებიდან გამომდინარე ადვოკატები სასულიერო პირის აღკმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.

მედიაცენტრმთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელიაწყაროს და ლინკის მითითება

.

მსგავსი თემები