საქართველო შიდა ფრენების აღდგენისთვის ემზადება

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში  შიდა ავიარეისები აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. საკოორდინაციო  PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა და კლინიკების რესურსებიც განიხილეს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება.

მსგავსი თემები