საქართველო შესაძლოა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართული მხარე, შესაძლოა, მეზობელ სახელმწიფოს დაეხმაროს პანდემიასთან ბრძოლაში.

„მოლაპარაკებები ამაზე მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება გაკეთებული იყო, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“,- განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევა დადასტურდა, 4 099 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 211 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს: აქ კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები