„სადაც საქართველო საპატიო სტუმარია, ევროკავშირიც იქ არის“ – ფედერიკა მოგერინი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა,  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთხელ, ამჯერად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმთ, ევროკავშირის ადგილი იქ არის, სადაც საქართველოსაპატიო სტუმრის რანგშია წარმოდგენილი.

„როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე – რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე ნათელია. პირველი ის, რომ სადაც საქართველო საპატიო სტუმრის რანგშია, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც. მეორე კი ის, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი”,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

აღსანიშნავია, რომ 9-14 ოქტომბერს, ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იმართება.  წელს საქართველო წარმოდგენილია საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით.  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

მსგავსი თემები