“საქართველო ნატო-ს ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს ნატო-ში გასაწევრიანებლად.

მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია.

„ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოსთვის მისი კარი ღიაა. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ალიანსის ყველა ძირითად მოთხოვნას. ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები უკვე თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან.

გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადებები უნდა განიხილონ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორებმა და ნატო-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებმა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განიხილონ გაწევრიანების კონკრეტული გადაწყვეტილება. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები