საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად, მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის  თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდიაა. 

აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და  თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

მსგავსი თემები