“საქართველო ვირუსის განვითარების სტატისტიკით არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს, ის უნიკალურია” – ხათუნა ზახაშვილი

“საქართველო ვირუსის განვითარების სტატისტიკით, არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს ვგავართ, მე ვფიქრობ საქართველო უნიკალურია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, განაცხადა.

„დღეს ყველა ქვეყანა, ამ პანდემიის პირობებში ქმნის თავის უნიკალურ მაგალითს და ასეთი უნიკალური მაგალითის სახით იქნება საქართველოც და ასეც განიხილება. ჩვენი მაგალითი, სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის და ის, რაც საქართველოში კეთდება განსხვავებულია ჩვენნაირი ქვეყნების სხვა მონაცემებისგან და შესაბამისად, ვიღებთ განსხვავებულ სიდიდეებს ავადობის, სიკვდილობის მაჩვენებლით“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები