საქართველო ევროკავშირისგან 183 მილიონ ევროს მიიღებს

„ახალი კორონავირუსის“ პანდემიასთან საბრძოლველად, საქართველო ევროკავშირისგან  183 მილიონი ევროს მიიღებს.  აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედითმა გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონი ევრო საქართველოსკენ იქნება მიმართული.

საქართველოს გარდა, ევროკავშირის დახმარებას ასევე მიიღებენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.

მსგავსი თემები